ენათმეცნიერება

ა. შანავა

ი. გოგებაშვილის მეთოდური სისტემა

კომბინირებული მეთოდი

ი. გოგებაშვილმა შექმნა ქართულ დაწყებით სკოლაში რუსული ენის სწავლების ორიგინალური მეთოდი იმ დროისათვის ცნობილი უცხოური ენების სწავლების მთავარი პრინციპებისა (სიტყვიერება, თვალსაჭინოება, თარგმანი) და ახალი კრიტერიუმების შემოთავაზების საფუძველზე. უკვე ცნობილი და ახლად შემოთავაზებული პრინციპების შერწყმამ (შეიძლება ვიხმაროთ აქ ბიოლოგიური ტერმინიც კი - სიმბიოზმა) მოგვცა მანამდე უცნობი მეთოდი, რომელსაც ი. გოგებაშვილმა შერეული უწოდა.

შემდგომში ი. გოგებაშვილის შერეული მეთოდი საფუძვლად დაედო ე.წ. კომბინირებულ მეთოდს, რომელიც XX ს. 30-40-იან წწ. ჩამოყალიბდა და დიდი როლი შეასრულა ქართულ დაწყებით სკოლაში რუსული ენის სწავლებაში.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი სოხუმის ფილიალი
სარჩევი