თანამედროვე ქართული რიცხვითი სახელების წყალობით ქართული ნუმერაცია არც ათობითი და არც ოცობითია. ქართულ ზეპირ ნუმერაციაში შემოიპარა ოცობითობის ელემენტი, ხოლო ოცს არ უჭირავს ადგილი ნუმერაციაში. დამწერლობითი ნუმერაცია ინდო-არაბულია, პოზიციური ათობითი. უნდა გადავიდეთ ათობითზე.
სტატიაში ნაჩვენებია, რომ წილადთა სახელები სინამდვილეში არ არიან რიცხვითი სახელები, რამდენადაც ისინი არ აღნიშნავენ რიცხვებს. ქართული რიცხვითი სახელების დღევანდელი მდგომარეობა არ შეესაბამება რეალობას.
სტატიაში წარმოდგენილია ახალი კლასიფიკაცია და მოცემულია ქართული რიცხვითი სახელების დეფინიცია.