ნაშრომში გამორკვეულია, რომ აზროვნების განვითარების უძველესი საფეხური არ ცნობს დროთა კავშირს. თავდაპირველად უნდა არსებულიყო მარადიული დროის ფორმები; შემდგომში ადამიანს დროის უწყვეტი ჯაჭვიდან უნდა გამოეყო ახლანდელი დრო, რასაც უნდა მოჰყოლოდა წარსული დროის გააზრება. მომავალი დრო ყველაზე ახალი ფორმაციისაა. დროის კატეგორია ჩამოყალიბდა მაშინ, როდესაც ენაში გაჩნდა ორი დრო (ახლანდელი და წარსული) და ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.