ნაშრომში გამორკვეულია არაცოცხალი სახელებისთვის განკუთვნილ ზმნურ ფუძეთა სემანტიკა საშუალ ქართულში. აღნიშნულია, რომ ცოცხალ სახელებთან ხშირად იხმარება არაცოცხალი სახელებისთვის განკუთვნილი ზმნები. საშუალი ქართულის მონაცემები გამოძახილია უველესი ვითარებისა, როდესაც ზმნათა ფუძეები ცოცხალ და არაცოცხალ სახელებს არ განარჩევდნენ.