შემოქმრდრბითი თვითგამოხატმის პრობლემა უფრო მკეთრად დგას ემიგრანტი მწერლისათვის საკუთარსამშობლოში მაცხოვრებელ მწერალთან შედარებით. რიგი ფსიქილიგიური მიზეზის გამო ემიგრანტი მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება ავტობიოგრაფიზმი, რომელიც ანიჭებს ნაწარმოებს მემუარულ ფუნკციას.
ვლ. ხოდასევიჩის მოთხრიბა "დერჟავინი", რომლის პოეტიკაში ვლინდება ავტობიოგრაფიზმი, ხდება ავტორის ექზისტენციალური მსჭელობის გამოხათვის წყარო, სადაც ვლინდება ხოდასევიჩის აზრები შემიქმედის როლისა და დანიშნულების შესახრბ. ხოდასევიჩის გმირი, რომელიც არ არის ავტორის პირივნების ასლი, გამოხატავს ავტორის მსგავს აზრებს შემოქმედების შესახებ. მისდევს რა დერჟავინის ბიოგრაფიას, ხოდასევიჩი ავტობოგრაფიზმის ხერხის მეშვეობით გამოვლენს თავისი გმირის თვისებებს და წინ წამიწევს გმირისა და თავისი პიროვნების მსგავსების მომენტებს. ავტორი მიაწერს დერჟავინს თავის აზრებსა და გრძნიბებს. ხოდასევიჩი მკაპიოდ იცავს ისტორიზმის პრინცის და მიუხედავად ამისა, იგი ხდის თავის გმირს შემოქმედების სამარადისო საკითხებზე აზრების მატარებლად. ავტორისა და მისი გმირის ექზისტენციალური და შემოქმედებითი პოზიციების მზგავსება ანიჭებს ჟანრით ბიოგრაპიულ მოთხრობას მემუარულ ფუნკციას.