ლიტერატურა

ნ. შენგელია

ეროვნული თვითმყოფადობისა და ავტოკეფალიის პრობლემა ჟურნალ "განთიადში"

(1913 წ.)

1913 წლის იანვრიდან ქუთაისში გამოდის ყოველთვიური საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული ჟურნალი "განთიადი", რომლის შესწავლა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის გამოცემის ეროვნულ-ქრისტიანულ სულისკვეთებაზე. რუსიფიკატორული რეჟიმის მძვინვარების ხანაში პროვინციულმა ჟურნალმა თამამად აღიმაღლა ხმა ეროვნული თვითმყოფადობისა და ავტოკეფალიის პრობლემის გამო. 106 წელი გაგრძელდა საქართველოს ეკლესიის ტყვეობა, მაგრამ ქართველი ხალხი განუწყვეტლივ იბრძოდა ეკლესიური თავისუფლებისათვის. 1913 წლის დასაწყისში გამოცემული ყოველთვიური ჟურნალი "განთიადი" სასულიერო ჟურნალისტიკის თვალსაჩინო ნიმუშია. ეროვნული სულით გაჟღენთილი მასალები, ხელისუფლების მიმართ დაფიქსირებული მწვავე პოზიცია, ავტოკეფალიის დაუცხრომელი სურვილი ჟურნალის ძირითადი თემატიკაა.

"განთიადში" საინტერესოდაა გაშუქებული რუსეთის იმპერიასთან დაქვემდებარებული თუ ანექსირებული საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის საკითხი, რის შესახებ რედაქციამ პოზიცია შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: როგორც არ უნდა ჩათვლილიყო საქართველოს რუსეთთან შეერთება პირობის ან იარაღის ძალით, ეს შეერთება ეკლესიაზე არ უნდა გავრცელებულიყო.

"განთიადის" გამოცემა მალევე შეწყდა 1915 წელს აღდგენილი ჟურნალი ძირეულად განსხვავებულია. იგი არც თეოლოგიური და არც საღვთისმეტყველოა. გადაკეთდა ლიტერატურულ გამოცემად.

 

ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი
სარჩევი