"დიდოსტატის მარჯვენაში" გამოკვეთილი რეფრენი ფრაზები: "ეჰ, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმელი ზრახვანი შენნი", "ვაჰვუ მესერბუნ" ("ვაი, ჩემს თავს"), "ცხოვრება უდაბნოა ურწყული და, ეცადე გარს შემოუარო", "არს კაცი ჭური თვითმოძრავი სულისა ხელმწიფე", კონკრეტულ პიროვნებათა ინდივიდუალურ არსს უკავშირდება და მათი სულიერი ღელვის პერსონიფიცირებაა (კერძოდ, მამამზ ერისთავის, კონსტანტინე არსაკიძის, უსინათლო თაყაის, ფარსმან სპარსის). გარდა ამისა, რეფრენი დრამატიზმს ავლენს და მისი სახასიათო სტილი და ფორმითი საშუალება, გლობალურობითაა დატვირთული.