ქართული ეროვნული ლიტერატურის ისტორიაში გრიგოლ რობაქიძემ მეტად საპატიო ადგილი დაიმკვიდრა. მის თითოეულ ნაწარმოებში ნაჩვენებია ძიება და წვდომა ქართველთა მსოფლხატის უძველესი ფესვებისა, რომელიც მწერლის მიერ დანახულია უძლიერესი შინაგანი ხილვით, სახე-სიმბოლოების საშუალებით.
სტატიაში განხილულია აქტუალური საკითხი ამ მიმართებით. კერძოდ, სახე-სიმბოლოებისა და ენათმეცნიერული კვლევის საფუძველზე მოცემულია ფესვების ძიების პრობლემა და ქართველთა მსოფლხატის კიდევ უფრო ღრმად გააზრების მცდელობა.