ლიტერატურა

გ. კაპანაძე

ქართული მედია კორუფციასთან ბრძოლაში საზოგადოების როლის შესახებ

კორუფციასთან ბრძოლაში შეუძლებელია რეალური შედეგების მიღწევა თუ არ შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც უნდა აიძულოს ხელისუფლება ენერგიულად დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას. ასეთი საზოგადოების შესაქმნელად ჩვენში მხოლოდ პირველი ნაბიჯები იდგმება. ამასთან ეს პროცესი რთულად მიმდინარეობს.

საბჭოურ სინამდვილეში აღზრდილ ადამიანებს როგორღაც უჭირთ მაშინ გაბატონებული "ჭანჭიკის თეორიის" რეციდივებისაგან გათავისუფლება, რომლის თანახმადაც ქვეყნის ბედზე ზრუნვა, მათს შორის კორუფციასთან ბრძოლაც, მხოლოდ სახელისუფლებო სტრუქტურების პრეროგატივაა, რიგით ადამიანებზე კი ამ საქმეში არაფერია დამოკიდებული.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ თვითონ საზოგადოებაა სერიოზულად ინფიცირებული და თანაც იმდენად, რომ ზოგჯერ ეჭვიც კი შეიძლება შეგვეპაროს, მართლა სურს თუ არა მას კორუფციის აღმოფხვრა.

ზემოთქმულზე მსჯელობას ქართული მედია, როგორც წესი, გაურბის. ჩანს, შიშობს, რომ რეიტინგი არ დაკარგოს.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარჩევი