ფსიქოლოგია

ლ. სურმანიძე

კულტურის შემეცნების "სუბიექტური" მეთოდები

თანამედროვე მსოფლიოში პრაქტიკული გამოკვლევების გაძლიერებულ მოთხოვნილებას მიყავს კულტურულ-ემპირიული ცოდნის სფეროები ადეკვატური კვლევითი მეთოდების ძიებამდე. ანთროპოლოგიურ პრაქტიკაში ვ. დილთაის მიერ შემოტანილი გაგების მეთოდები, ისევე როგორც ჰერმენევტიკული მეთოდი დღესაც რჩება მნიშვნელოვან კვლევით ინსტრუმენტად. განსაკუთრებით ლოკალური კულტურების გამოკვლევისას. თუმცა დღესაც გრძელდება სამეცნიერო კამათი ამ მეთოდების ვარგისიანობის შესახებ კულტურულ - შედარებით გამოკვლევებში. არცთუ უმნიშვნელოა ფენომენოლოგიური პრინციპი, რომელიც ჰუსერლის მიერ არის შემოტანილი და რომელიც ხაზს უსვამს უშუალო დაკვირვების მნიშვნელობას და სხვების გრძნობების აღქმის უნარს. კულტურის აღქმის სპეციფიკა – მნიშვნელოვანი განსვლა სუბიექტ / ობიექტისა – კულტურის წარმომადგენლის განცდებსა და მდგომარეობას აქცევს პირველხარისხოვანი მნიშვნელობის პრობლემად და განაპირობებს სინამდვილეს და "სუბიექტური" შემეცნებითი საშუალებების უაღრეს მნიშვნელობას – ინტროსპექცის, საღი აზრის, ემპათიის. შესაბამისად ფენომენოლოგიური მეთოდოლოგიის აქტუალობასა და ქმედითუნარიანობას.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი