ფსიქოლოგია

მ. წერეთელი

ტრადიციული გენდერული ცნობიერების რეალიზაციის მექანიზმები ახალ სოციალურ გარემოში

სტატია ეძღვნება ტრადიციული გენდერული ცნობიერების რეალიზაციის მექანიზმების შესწავლას ახალ სოციალურ გარემოში. ავტორი ავითარებს მის მიერ დ.უზნაძის განწყობის თეორიის ფარგლებში შექმნილი გენდერული ცნობიერების ფორმირებისა და მოქმედების თეორიულ მოდელს.

ავტორი იხილავს 600 ცდის პირზე ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლენილ თანამედროვე შინარსის სტერეოტიპებს. მათი ანალიზის საფუძველზე ავტორი ასკვნის, რომ გენდერული სტერეოტიპი წარმოადგენს კონკრეტულ სოციალურ (სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ) კლიმატში გენდერული ცნობიერების საფუძვლად მდებარე დისპოზიციურ (ფიქსირებულ) განწყობათა რელიზიაციის შედეგს. დისპოზიციურ განწყობაში სოციალურ გარემოსთან ზოგადი მიმართებების სახით ქალისა და მამაკაცის პრაქტიკული ფუნქციების ასახვის მექანიზმი უზრუნველყოფს სტერეოტიპების მორგებას ახალი სოციალური კლიმატისადმი. ეს გამოიხატება არა მათში ასახული შეხედულებების ან დამოკიდებულების შეცვლში, არამედ ამ შეხედულებებისა და დამოკიდებულებების მატერებელი შინაარსების შეცვლაში ან სტერეოტიპების შევსებაში ახალი, თანამედროვე შინარსებით. ეს შინაარსები სტერეოტიპების მექანიზმის – დისპოზიციური განწყობის ძირითადი სტრუქტურის გარშემო ლაგდება, კერძოდ, კი იმ ზოგადი მიმართებების გარშემო, რომელშიც დაფიქსირებულია ისტორიული თანაცხოვრების განმავლობაში სოციალურად განმტკიცებული ქალისა და მამაკაცის პრაქტიკული ფუნქციები.

ამგვარად, სტერეოტიპები და კერძოდ, გენდერული სტერეოტიპები წარმოადგენენ თანაცხოვრების ტრადიციული სისტემის მდგრადობის და შენერჩუნების ერთ-ერთ ძირითად ფსიქიკურ მექანიზმს. კერძოდ, სტერეოტიპის საშუალებით ხდება ახალ გარემო პირობებში თანაცხოვრების იმ ძირითადი "კანონების" რეალიზაცია, დაცვა და შენარჩუნება, რომლებიც ამ ერის (თუ კულტურის) ისტორიული გამოცდილების განმავლობაში ჩამოყალიბდა გენდერული ცნობიერების სახით.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი