ინტერესი განსაკუთრებულ როლს ასრულებს პიროვნების ინტელექტის, უნარ-ჩვევების ფორმირებასა და განვითარებაში. ის დადებით გავლენას ახდენს აზროვნების, მეხსიერების, ნებისყოფის განვითარებაზე.
სტატიაში გაანალიზებულია კ. იზარდის, უ. ჯეიმსის, დ. უზნაძის დებულებები ინტერესთან მიმართებაში. აღწერილია ჩვენს მიერ ჩატარებული საცდელი მუშაობა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა ინტერესების გამოსავლენად. მოცემულია მოსწავლეთა შეკითხვების კლასიფიკაცია: შეკითხვები მიმართული საგნის წარმოშობისადმი; ფაქტის კონსტატაციისადმი; საგნის თვისების გამოვლენისაკენ; გარემოებათი ხასიათის; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მაძიებელი. გამოყოფილია ის პედაგოგიური პირობები, რომლებიც ხელს უწყობენ მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენას და სტიმულაციას: სპეციალურად ორგანიზებული საუბრები, თანამშრომლობითი ურთიერთობა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის.