ჩვენს მიერ შემუშავდა სტუდენტის მიერ ლექტორის შეფასების კითხვარი, რომელიც 34 დებულებისაგან შედგება. კითხვარის შექმნა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა. სათანადო ლიტერატურის და დასავლური გამოცდილების გაცნობის შემდეგ, კვლევების პირველ ეტაპზე მივიღეთ 57 თვისებისაგან შემდგარი ჩამონათვალი, რომელიც დაკონკრეტებასა და დაზუსტებას საჭიროებდა, ამიტომ, კვლევის მეორე ეტაპზე ფოკუსჯგუფის ტექნიკის გამოყენებით დავაზუსტეთ და განვმარტეთ მიღებული ჩამონათვალი. კვლევის მესამე ეტაპზე შედგა კითხვარი, რომელიც შემოწმების მიზნით ჩატარდა ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის 78 სტუდენტზე, რის შემდეგაც მასში კვლავ შევიდა რიგი ცვლილებისა და მივიღეთ კითხვარის საბოლოო ვარიანტი. კვლევის საბოლოო ეტაპზე კითხვარი ჩაუტარდა თსუ ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის 63 სტუდენტს. გამოვლინდა როგორც დაებითი, ასევე უარყოფითი შეფასებები, რომლებიც ფაკულტეტმა გაითვალისწინა.