პროექტები

გ. შარვაშიძე

უმაღლესი განათლების საკანონმდებლო დაფუძნების ზოგიერთი ასპექტი

სტატიაში განხილულია იმ ცვლილებების სამართლებრივი უზრუნველყოფის პრობლემა, რომლებიც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარეობს. აღნიშნულია, რომ ამ პრობლემის ოპერატიული გადაწყვეტა არის აუცილებელი წინაპირობა დემოკრატიული საზოგადოების აღმშენებლობის საქმეში, ნაციონალური და მსოფლიო კულტურული ღირებულებების შენარჩუნებაში, სოციალური გაუცხოებისა და გაღარიბების გადალახვა.

უახლოეს მომავალში გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები: საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს კანონს უმაღლესი განათლების შესახებ. განხილული საკითხის მნიშვნელობას ადასტურებს პროექტის განხილვის პროცესში საზოგადოების მიერ გამოვლენილი აქტივობა. წინამდებარე სტატიაში განხილულია სწორედ ის ძირითადი მიდგომები, რომლებიც ნაგულიხმევია კანონპროექტში.

კერძოდ, განხილულია ისეთი საკითხები, როგორებიცაა: უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიის საკითხი; ავტონომიის პირობებში სტრუქტურული და ორგანიზაციული მართვის თავისებურებები; სასწავლო პროცესის სუბიექტების ფუნქციები, უფლებები და მოვალებები.

ხარისხის ამაღლების ძირითადი ინსტრუმენტებია – უმღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირება და აკრედიტაცია; მისაღები გამოცდების ჩატარების ახალი მოდელი და ფინანსირების ახალი სისტემა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
სარჩევი