სტატიაში მოცემულია კრიტიკული განხილვა ახლადგამოცემული ცნობარისა "Europ of Peoples" რომელიც გამოცემულია ესპანეთში ერების ინსტიტუტის ბასკური ფონდის მიერ 2002 წელს.
ეს გამოცემა, რბილად რომ ვთქვათ, შეიცავს დეზინფორმაციას კავკასიელ ხალხებზე. ავტორი არ იცნობს არამარტო სპეციალურ ლიტერატურას, არამედ არ ფლობს ელემენტარულ ენციკლოპედიურ ცოდნას კავკასიის შესახებ. გაითვალისწინა რა ქართველი კავკასიოლოგების კრიტიკა "ფონდმა" მიიღო გადაწყვეტილება ცნობარის ხელახალი გამოცემის შესახებ და მონაცემების ქართველ და რუს სპეციალისტებთან გადამოწმების შესახებ.