ლონდონის მერსერთა კომპანიის "საბჭოს აქტების" საფუძველზე ჩვენ შევისწავლეთ ინგლისის სავაჭრო ურთიერთობა ჰანზასთან XV-XVI ს. მიჯნაზე.
როგორც გაირკვა, ინგლისსა და ჰანზას შორის ვაჭრობას არ ჰქონდა რეგულარული ხასიათი.
სავაჭრო ურთიერთობა ზოგჯერ წყდებოდა, რაც დაკავშირებული იყო მათ შორის პოლიტიკური ვითარების გამწვავებასთან.
წყარო ადასტურებს, რომ ინგლისსა და ჰანზას შორის ვაჭრობას ჰქონია ადგილი 1403, 1472, 1473, 1480, 1493, 1494 წლებში.
საბოლოოდ ინგლისელთა მისწრაფება, რათა თვითონ ეწარმოებინათ ვაჭრობა როგორც საშინაო ისე საგარეო ბაზარზე XVI ს-ში დასრულდა ჰანზელების გაძევებით და მათი სრული გამარჯვებით.