ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

გ. ფიფია

საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტი და ევაკოჰოსპიტლებში დაჭრილი მეომრების განთავსების საკითხი

(1941-1945)

საბჭოთა კავშირ – გერმანიის ომის (1941–1945) წლებში საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტმა დიდი წვლილი შეიტანა რესპუბლიკაში განლაგებულ ევაკოჰოსპიტლებში დაჭრილი და ავადმყოფი მეომრების მიღება-განთავსებისა და მათი გამოჯანმრთელებისათვის საყოველთაო-სახალხო ზრუნვის საქმეში.

ავტორი იკვლევს ომის პერიოდის საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის დაძაბული საქმიანობის ერთ-ერთ საინტერესო, დღემდე ნაკლებად ცნობილ ეპიზოდს. ქართულ ისტორიოგრაფიაში რამდენადმე შესწავლილია საქართველოში მოქმედი ევაკოჰოსპიტლების (რესპუბლიკის ჯანდაცვისა და სსრკ თავდაცვის სახკომატების, საკავშირო პროფსაბჭოსა და პროფკავშირების ცენტრალური კომიტეტის დაქვემდებარებისა) ისტორია. მაგრამ მასში ნაკლებად ან საერთოდ არ არის ასახული სამხედრო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის – რკინიგზის ტრანსპორტის მონაწილეობის ხარისხი.

სათანადო საარქივო დოკუმენტებზე, ქართული ისტორიოგრაფიის მონაპოვარზე დაყრდნობით, ნაშრომში, საისტორიო მეცნიერებაში პირველად, სპეციალური ყურადღების საგანი ხდება ევაკოჰოსპიტლებში დაჭრილი მეომრების მიღება-განთავსებისა და მათზე ზრუნვის საქმეში საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის მრავალმხრივი მონაწილეობის საკითხი.

 

საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
სარჩევი