საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (26 მაისი 1918 წელი) მეზობელმა სახელმწიფოებმა საქართველოს ტეროტორიული პრეტენზიები წაუყენეს. განსაკუთრებული აქტიურობით სომხები გამოირჩეოდნენ, რომელთა აგრესიულობამაც სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომი გამოიწვია.
სტატიაში განხილულია საკითხები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ ომის გაჩაღებას: სომხების ტერიტორიალური პრეტენზიები ძველი დროიდან XX საუკუნემდე, სომხების საქართველოში გადმოსახლების მოკლე ისტორია, გადმოსახლებულთა საქმიანობა, საქართველოში კომპაქტური დასახლებების შექმნა XIX საუკუნეში და სხვა.