ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ნ. გელოვანი

აიშა, მოციქულის ცოლი – ცოდნის წყარო ადრეულ ისლამში

ყურანის პირველი აია, რაც გარდმოევლინა ისლამის ფუძემდებელს – მუჰამადს იწყება ბრძანებით: "წაიკითხე" (იკრა) "წაიკითხე, სახელითა უფლისა შენისა, რომელმაც ყველაფერი შექმნა, რომელმაც შექმნა ადამიანი შედედებული სისხლისაგან. წაიკითხე უფალი შენი ყოვლად უხვია.მან ასწავლა (ადამიანს წერა) კალმით, ასწავლა ადამიანს ის, რაც ადრე არ იცოდა (96 : 1-5).

მუჰამადი თვითონ ასწავლიდა თავის მიმდევრებს. ის იმდენად დაინტერესებული იყო, რომ მალევე ბადრთან გამარჯვების შემდეგ (625&ნბსპ;წ.), მან ბრძანა თითოეულ მექელ წიგნიერ ტყვეს გათავისუფლების სანაცვლოდ 10 მუსლიმისათვის წერა-კითხვა ესწავლებინა.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რაც მიანიჭა ისლამმა ქალებს, არის განათლების უფლება.

ქალებმა დიდ აღიარებას მიაღწიეს ჰადისებში. ნათქვამია, რომ აიშამ გადმოსცა 2.210 ტრადიცია.

აიშას ჰქონდა არა მარტო რელიგიური განათლება, არამედ გამოირჩეოდა პოეზიაში, ლიტერატურაში, ისტორიაში, მედიცინაში და ცოდნის სხვა დარგებში, რომლებიც იმ დროს ცნობილი იყო.

იმამ აზ-ზუჰრიმ თქვა: "თუ შევკრებთ აიშას ცოდნას და შევადარებთ მოციქულის სხვა ცოლების ცოდნას და ყველა სხვა ქალის ცოდნას, მაშინ აიშას ცოდნა იქნება უდიდესი". მოციქულის მიმდევრები ამბობდნენ: "როცა ჩვენთვის გაუგებარი იყო რომელიმე ჰადისი, ჩვენ ვეკითხებოდით ამის შესახებ აიშას".

აიშას უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ მას ჰქონდა 10 ღირსება, რაც არ ჰქონდა არც ერთ სხვა ცოლს მოციქულის: მათ შორის – გამოცხადებები გარდ-მოევლინებოდა მუჰამადს მხოლოდ მაშინ, როცა ის აიშასთან იყო. ამასთან აიშა მამა იყო ერთ-ერთი პირველი მიმდევარი.

აიშა არის განსწავლული ქალის მოდელი ადრეულ ისლამში.

 

გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
სარჩევი