დღევანდელი საქართველო თვისობრივად განსხვავდება 80-იანი წლების ქვეყნისგან, როდესაც შესაძლებელი იყო ადამიანთა კრიტიკული მასის მობილიზება, ეროვნული დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის მისაღწევად. იმ წლების ენთუზიაზმი ძნელი აღსადგენია. დღეს აუცილებელია სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის უფრო პროზაული ამოცანების გადაწყვეტა, ეს კი საჭიროებს იმ პოზიტიური ტენდენციების გამოკვეთას და გაძლიერებას, რაც შეინიშნება საზოგადოების ცხოვრებაში.