ნაშრომში განხილულია რუსეთის საგარეო პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში; რუსეთის იმპერიის ინტერესები წმინდა მიწაზე; დახასიათებულია რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობის დაარსების იდეის დაბადება და მისი გახსნის ისტორია ახლო აღმოსავლეთში.
სტატიაში გაშუქებულია რუსული ეკლესიის დანიშნულება იმპერიის ზოგადად საგარეო პოლიტიკაში და კონკრეტულად იერუსალიმში. ნაჩვენებია რუსული საეკლესიო დიპლომატიის დაბადება-განვითარების ისტორია; რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და რუსი სამღვდელოების ერთობლივი ბრძოლა წმინდა მიწაზე დამკვიდრებისათვის.
ნაშრომში შესწავლილია იაფის, ბეირუთისა და იერუსალიმის საკონსულოების დაარსების მიზეზები, მათი სამოქმედო ამოცანები; პირველ კონსულთა მოღვაწეობანი. მათი თანამშრომლობა "რუსულ სასულიერო მისიასთან" იერუსალიმში. წარმოჩენილია მათ შრის ურთიერთობებში არსებული დადებითი და უარყოფითი ელემენტები.
ნაშრომში გაშუქებულია რუსეთის იმპერიის ხელისუფლების ინტერესები (პოლიტიკური, იდეოლოგიური, სავაჭრო-ეკონომიკური, რელიგიური) მახლობელ აღმოსავლეთში, რომელიც ჰუმანური მისიით იყო შებურვილი და წმინდა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა.