ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

გ. ხუნდაძე

პეტრე დემიანის-ძე ზივილეისკი საქართველოში

1832 წლის შეთქმულების მონაწილენი ცდილობდნენ თავიანთი მიზნის მისაღწევად თბილისში გადმოსახლებული უცხო ტომელების გამოყენებას. ამათ რიცხვში უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ გადმოსახლებული პოლონელები. თბილისში იყვნენ ის პოლონელებიც, რომლებიც რუსეთის ცარიზმის ბიუროკსრატულ აპარატში მსახურობდნენ და ხელმძღვანელი თანამდებობა ეკავათ. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს ყოÿილი სამოქალაქო გუბერნატორი 1829-1831 წლებში პეტრე დემიანის-ძე ზავილეისკი.

სხვადასხვა საარქივო მასალების მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ გავარკვიეთ პ. ზავილეისკის პიროვნების შესახებ არსებული ბურუსით მოცული ზოგიერთი დეტალი და მისი კავშირ-ურთიერთობები შეთქმულების ხელმძღვანელებთან (ალ. ორბელიანი, ელ. ერისთავი, ოქროპირ ბატონიშვილი, ალ. ჭავჭავაძე და სხვ.). აქედან გამომდინარე გავარკვიეთ, რომ პ. ზავილეისკი, როგორც მაღალი თანამდებობის პირი, ცხადია, არ იყო დაკავშირებული შეთქმულთა მასასთან და ურთიერთობა ჰქონდა მხოლოდ ხელმძღვანელ ბირთვთან.

მეტად საინტერესოა პ. ზავილეისკისა და ალ. ჭავჭავაძის ურთიერთობა. "მე და ზავილეისკი მალე დავუახლოვდით ჩვენი აზრების მსგავსების გამოო" - აცხადებდა ალ. ჭავჭავაძე. მათ მეგობრობა შეთქმულების გამჟღავნების შემდეგაც გაგრძელდა და ე.წ. "ტამბოვის პერიოდი" პოეტის ბიოგრაფიაში ნათელ ფურცლად შევიდა ამ ორი პიროვნების ბიოგრაÿიაში. საქმე იმაშია, რომ იმპერატორის მიერ შეწყალებული პოეტი პეტერბურგში ხვდება და "დროს ატარებს" ყოფილ გუბერნატორთან პ. ზავილეისკისთან და მის წრესთან. პეტერბურგის გადასახლების პერიოდი შემთხვევითი არ უნდა იყოს ალ. ჭავჭავაძისა და პ. ზავილეისკის შორის, რაც ამაგრებს ჩვენს ვარაუდს, რომ ორივე თავისუფალმოაზროვნე დიდი მეგობრული კავშირებით იყვნენ ერთმანეთთან დაკავშირებული. პ. ზავილეისკის სახლში მეგობრული შეხვედრები მარტო ქეიÿითა და დროსტარებით არ ამოიწურებოდა. 1834 წელს პეტერბურგში, გამოცემულ ა.ა. პლუშჩარის მიერ იწყება "ენციკლოპედიური ლექსიკონის" გამოცემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იმდროინდელმა რუსულმა სამეცნიერო ელიტამ. "ლექსიკონში" არის სტატიები კავკასიის შესახებ, რომელთა ავტორები არიან ვ.ნ. გრიგორიევი და ვ.ს. ლეგკობიტოვი. ნაცნობი გვარები გრიგორიევისა და ლეგკობიტოვისა, რომლებიც თბილისში პ. ზავილეისკის ქვეშევრდომები (მეგობრები) იყვნენ და მასთან ერთად გაათავისუÿლეს თანამდებობიდან, პეტერბურგშიც ერთად არიან, და თითქმის ყოველ კვირას ხვდებიან ერთმანეთს. პ. ზავილეისკის ძმისშვილის ვალის "მემუარებიდან" ნათლად ჩანს, რომ "ენციკლოპედიურ ლექსიკონში" კავკასიის შესახებ დაწერილ სტატიებს ძველ მეგობრებს კონსულტაციას უწევდა ალ. ჭავჭავაძე.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი