ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

მ. ნებიერიძე-ვაჩნაძე

საქართველოში რუსიფიკატორული რეჟიმის უკანასკნელი ბოდბელი – იოანე მაყაშვილი

1796-1837

ნაშრომში განხილულია ზოგადად ეპარქიის და მთავარეპისკოპოსის მნიშვნელობა ქრისტიანულ მართლმადიდებელ ეკლესიაში; მოცემულია ეპარქიისა და ეპისკოპოსის ფუნქციის განსაზღვრება ბოდბის ეპარქიისა და ბოდბელი ეპისკოპოსის მაგალითზე; კონკრეტულად კი გაშუქებულია საქართველოში რუსიფიკატორული რეჟიმის მთავარ–ეპისკოპოს იოანე ბოდბელის (მაყაშვილის) მოღვაწეობა.

ნაშრომში საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მეცნიერულად შესწავლილია XIX საუკუნის 10-30-იანი წლების ბოდბის ეპარქიის ისტორიის ერთი მონაკვეთი, როდესაც ეპარქია რუსეთის საეკლესიო რეფორმის შედეგად განიცდის მუდმივ რეორგანიზაციას და 40-იანი წლების დასაწყისში წყვეტს არსებობას.

ნაშრომში მოცემულია ბოდბის რუსიფიკატორული რეჟიმის უკანასკნელი მიტროპოლიტის იოანეს მოღვაწეობა პოლიტიკურ, სარწმუნოებრივ და კულტურულ ასპარეზზე; დახასიათებულია მისი ფასდაუდებელი წვლილი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში; ქართული კულტურის დაცვა-გადარჩენის საქმეში.

 

 
სარჩევი