ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ე. კოპალიანი, ზ. სულაბერიძე

ქართული ეკლესია-მონასტრები პ. ბუტკოვის აღწერილობის მიხედვით

უდაოდ დიდია გამოჩენილი რუსი მეცნიერის დამსახურება რუსული კავკასიოლოგიის წინაშე. მისი შრომები კავკასიის ეთნოლოგიისა და ისტორიის პრობლემების შესახებ საკმაოდ ცნობილია სამეცნიერო წრეებში. მაგრამ მის მიერ შეკრებილი და გაანალიზებული მასალა ჯერ კიდევ სრულად არ არის ცნობილი ფართო მკითხველისთვის.

რუსეთის სამხედრო ისტორიულ არქივში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისას ჩვენ წავაწყდით პ. ბუტკოვის მიერ შეკრებილ მასალას სათაურით: "ცნობები საქართველოში ძველი ისტორიული ნაგებობების მდგომარეობის შესახებ", რომელიც უნდა იყოს შედგენილი 1820 – 1827 წლებში.

მკითხველს ვთავაზოთ ამ მასალას სათანადო კომენტარების თანხლებით.

 

 
სარჩევი