კულტურა

დ. გუჯაბიძე

"ხანუმა" – თბილისის უკვდავი სახე, ანუ თეატრის პორტრეტი "სარდაფის" ინტერიერში

XIX-XX სს.

სტატია შეეხება ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პიესის "ხანუმას" დადგმას "თეტრალური სარდაფის" ვაკის სცენაზე. პიესა მაყურებლისათვის კარგადაა ცნობილი მრვალი თეატრალური (მათ შორის რობერტ სტურუას ლეგენდარული სპექტაკლით - რამაზ ჩხიკვაძის და ეროსი მანჯგალაძის მონაწილეობით), კინემატოგრაფიული (მუნჯი "ხანუმა" და ვ. ტაბლიაშვილის "ქეთო და კოტე"), თუ მიუზიკლის (გ. ტოვსტონოგოვის "ხანუმა") სახით.

კინოოპერატორი და რეჟისორი დავით გუჯაბიძე ვიდეოკამერით იღებდა სპექტაკლზე მუშაობის პროცესს, საწყისი რეპეტიციებიდან საპრემიერო წარმოდგენამდე. ეს ქრონიკალური მასალა, გრაფიკული და ისტორიული წყაროები, აგრეთვე - რეჟისორ ლევან წულაძესთან (ჭოლასთან) დიდი ინტერვიუ გახდა საფუძველი ხალისიანი დოკუმენტური ფილმის შექმნისათვის, რომელშიც ასახულია არა მარტო კონკრეტული პიესის დადგმა, არამედ, საერთოდ თეატრალური სპექტაკლის შექმნის რთული და ამავე დროს მშვენიერი შემოქმედებითი პროცესი.

 

შოთა რუსთაველის სახ. ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
სარჩევი