პოლიტოლოგია

რ. მამფორია

ტერორიზმი ჩრდილოეთ კავკასიაში და საქართველო

ტერორიზმი თანამედროვე კაცობრიობის უდიდესი პრობლემაა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რამეთუ იგნორირების შემთხვევასში თვითონ აღმოჩნდებიან ამ პრობლემის წინაშე. ზოგიერთ ქვეყანას განსხვავებულად ესმის ანტეტერორისტულ კამპანიაშიც მონაწილეობა, რადგან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით რიგი სახელმწიფოები საკუთარი ინტერესების მიღწევას ცდილობენ. სწორედ ასეთი პოლიტიკური გეზი აქვს არჩეული რუსეთს კავკასიასთან მიმართებაში. Aნალიტიკოსები კავკასიაში ვითარების გამწვავებას მოელიან. ამაზე თავად რუსეთი "იზრუნებს", რათა თავისი შეცდომები და უსუსურობა ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში სხვებს გადააბრალოს და "მკაცრი ზომებით" გადაფაროს.

რუსეთის ხელისუფლების "საღვარგარეთული" აქციების პირველი მსხვერპლი კი საქართველი შეიძლება აღმოჩნდეს. ასე, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის გამწვავება საქართველოს ინტერესებში არ შედის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრძოლის ნიღბით კავკასიაში და კერძოდ საქართველოშიც (პანკისის და კოდორის ხეობა) თავისუფალი მოქმედების არეალი შეიქმნას, რაც კავკასიაში რუსეთის პოზიციების განმტკიცების გარანტი იქნება.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი