სტატიაში განხილულია XX საუკუნის გამოჩენილი კომპოზიტორის, "ახალი მუსიკის" ლიდერის, კ. შტოქჰაუზენის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური საფორტეპიანო ნაწარმოები - "XIII კლავირშტუკი". განხილვა ეფუძნება ტრიადას: კომპოზიტორი - შემსრულებელი - მსმენელი და ემსახურება ამ ნაწარმოების არტისტული ბედის აღწერას, დაწყებული კომპოზიტორის ჩანაფიქრითა და დამთავრებული საზოგადო მუსიკალური ცნობიერების მიერ მისი აღქმით. იქიდან გამომდინარე, რომ სტატიის ავტორი პიანისტ-შემსრულებელია, კვლევის მიდგომა არ არის წმინდა სამუსიკისმცოდნეო. ზემოხსენებული ტრიადის ყოველი წევრი განხილულია შემსრულებლის პოზიციიდან, რომელიც კომპოზიტორსა და მსმენელს შორის შუამავლად გვევლინება.
"XIII კლავირშტუკი" XX საუკუნის II ნახევარში წარმოქმნილი ახალი ჟანრის - "სცენური მუსიკის" ნიმუშია. ამ ჟანრის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხდება პიანისტის ტრადიციული ფუნქციების გაფართოება. ამასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ინტერპრეტაციის პრობლემები, რომლებზეც საუბარი სტატიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს.
სტატია საინტერესოა არა მარტო მუსიკოსებისთვის, არამედ თანამედროვე ხელოვნების მოყვარულთათვისაც, ვინაიდან საშუალებას აძლევს მათ, გაეცნონ ორიგინალურად მოაზროვნე "ახალი" ხელოვანის საოცრად საინტერესო ქმნილებას.