ათიოდე წლის წინა ულუმბის მონასტრის ეზოს კეთილმოწყობისას, მიწის ზედაპირიდან 0,8 მ-ზე უპოვნიათ ჯვარი ჯვარცმის გამოსახულებით. მხატვრულ-სტილისმიერი და შედარებითი ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ რიგი სპეციფიკური ნიშნებით აღბეჭდილი ჯვარი (უჩვეულო ფორმის კოლობიუმი, სტილიზებული ბერძნული ასო X-ით ქრისტეს ნიმბს ზემოთ გამოსახურლი ქრიზმა), რომლის თარიღი VII-VIII სს-ით განისაზღვრა, ადრეული სირიულ-პალესტინური იკონოგრაფიული ტიპის თავისებურ ვერსიას წარმოადგენს.