ნაშრომში განხილულია სპარსულიდან ნასესხები ბანდ- ძირი, მისგან ნაწარმოები ზმნა ბანდავს (ბლანდავს) და ბანდ- კომპონენტის შემცველი ზოგიერთი კომპოზიტი: ყიფლიბანდ-ი, ნალბანდ-ი, შუშაბანდ-ი, დოლბანდ-ი, დარუბანდ-ი.
ბანდ- ძირი გვხვდება როგორც ქართულში, ასევე ქართველურ ენებსა (ქართ. ბანდ- მეგრ. ბონდ სვან. ბêნდ) და ქართული ენის დიალექტებში. გაანალიზებულია ზოგიერთი კომპოზიტი (ყურბანდ-ი და ყიფლიბანდ-ი), რომლებიც, ჩვენი ვარაუდით, ქართულ ენაშია თხზული.