უკანასკნელ პერიოდში ამა თუ იმ ენის ფონეტიკური სისტემის შესწავლის ძირითად მეთოდს კომპიუტერული მეთოდი წარმოადგენს. სტატია ეხება იბერიულ-კავკასიურ ენათა ექსპერიმენტულ შესწავლას კომპიუტერის საშუალებით, უფრო ზუსტად მათი ფონეტიკური სისტემის შესწავლას ორი კომპიუტერული პროგრამის Aneto და WinCECIL-ის საშუალებით. სტატიაში გამოყენებულია "ბალადის" ჩანაწერი უდურ ენაზე, რომელიც წაკითხულ იქნა უდი ცაცო ჩიკვაიძის მიერ. ჩანაწერი განხილულ იქნა ორი ზემოთ აღნიშნული პროგრამის საშუალებით.
კომპიუტერული მეთოდის გამოყენება იბერიულ-კავკასიურ ენათა შესასწავლად გვაძლევს ამ ენების ფონეტიკური სისტემის შედარების, ასევე მსგავსი და განსხვავებული თვისებების გამოვლენის საშუალებას. და ასევე ხელს უწყობს მათი სპეციფიკისა და განსაკუთრებით მათი ფონეტიკური სისტემების ბუნების განხილვას. როგორც ცნობილია, იბერიულ-კავკასიური ენები განსხვავდებიან განსაკუთრებულად რთული ფონეტიკური სისტემით, რომლის შესწავლა ითხოვს თანამედროვე ელექტრონულ ტექნოლოგიებს.
სტატიაში მითითებული ვებ-გვერდები აძლევს ამ პროგრამების გამოყენების საშუალებას დაინტერესებული პირების მიერ. ექსპერიმენტული ფონეტიკა იყენებს უამრავ მეთოდს სხვადასხვა ენების ფონეტიკური სისტემების შესასწავლად. კომპიუტერული მეთოდი არის დამატებითი მეთოდი, რომლის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ადრე მიღებული თანამედროვე შედეგებთან შედარება.