ენათმეცნიერება

თ. კიღურაძე

ენობრივი კოდის ცვლა ქართულენოვან გარემოში

ნაშრომი ეხება ქართულ ენათმეცნიერებაში "ბარბარიზმად" მონათლულ და ნაკლებად შესწავლილ ენობრივი მოვლენას, რომელიც დასავლეთევროპულ ენათმეცნიერებაში ენობრივი კოდის ცვლის სახელითაა ცნობილი. სტატიაში მოკლედა არის წარმოდგენილი ენობრივი კოდის ცვლის საკითხი კვლევის თანამედროვე ეტაპზე და თეორიულ საფუძველზე დაყრდნობით განხილულია ენობრივი კოდის ცვლის ტიპებიвდა შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციები: სხვადასხვა სახის კონოტაცია ევფემიზმი, ლექსიკური დანაკლისის შევსება და გამარტივება. სტატიაში ასევე ნაჩვენებია ამ ფენომენის ლინგვისტური და საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური მიზეზები ქართულენოვან გარემოში.

ნაშრომის საბოლოო მიზანს წარმოადგენს, დაინტერესებულ მკითხველს გააცნოს საზოგადოებრივი, პოლიტიკურ და ფსიქოლოგიურ გარემოებები, რომლებიც განაპირობებენ ენობრივი კოდის ცვლას ქართულენოვან დისკურსში.

 

არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
სარჩევი