ენათმეცნიერება

ქ. ნიკოლაძე

დიმინუციური სუფიქსების როლი ოკაზიონალური დერივატების წარმოებაში

ქ. მორგენშტერნის პოეზიის მაგალითზე

გერმანულ ენას, რომანული და სლავური ენებისაგან განსხვავებით, დიმინუციისათვის განკუთვნილი სპეციალური სიტყვათწარმოებითი აფიქსების საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული სისტემა გააჩნია; განსაკუთრებით კი ეს ითქმის არსებითი სახელის მაწარმოებელ დიმინუციურ სუფიქსებზე.

ონომასეოლოგიური თვალსაზრისით დიმინუცია განიხილება, როგორც დერივაციული მოდიფიკაციის ერთ-ერთი სახეობა. ეს ნიშნავს, რომ "სიტყვათწარმოების პროდუქტი ამოსავალი ერთეულისაგან განსხვავებით ღებულობს დამატებით ცნებით ნიშანს". ამგვარად, ის ამოსავალი ერთეულის სემანტიკურ ქვეკლასში ერთიანდება და ინარჩუნებს დერივაციის ბაზის ძირითად მნიშვნელობას.

გერმანულ სალიტერატურო ენას საკმაოდ ბევრი დიმინუციური სუფიქსი მოეპოვება, რომ აღარაფერი ვთქვათ დიალექტებზე, სადაც, როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მათი რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია.

სალიტერატურო გერმანულში გავრცელებული კნინობით სუფიქსთა შორის ყველაზე პროდუქტიულია "-chen" და "-lein", თუმცა მათი გამოყენებისას გასათვალისწინებელია ამ უკანასკნელთა ფონოლოგიური, გეოგრაფიული (დიატოპიური) და ტექსტუალური დისტრიბუცია.

ცნობილია, რომ სუფიქსი "-lein" უფრო გავრცელებულია ზემო (სამხრეთ) გერმანიაში; გარდა ამისა, გ. შაიდვაილერმა თავისი გამოკვლევების საფუძველზე დაადგინა, რომ "სუფიქსს "-lein" უნდა მივაწეროთ დამატებითი კონოტაცია "პოეტური", "ზღაპრული", რადგან მისი გამოყენების სიხშირე ზღაპრებსა და პოეზიაში აშკარად სჭარბობს "-chen" სუფიქსის გამოყენებას".ჩვენ შევეხებით სწორედ "-lein" დიმინუციური სუფიქსის როლს დერივაციული ოკაზიონალიზმების წარმოებაში.

...

 

არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი
სარჩევი