ენათმეცნიერება

ი. ყრუაშვილი

ოკაზიონალიზმები გერმანულ ენაში

სიტყვაშემოქმედების განსაკუთრებულ სახეობას სამეტყველო ქმედებაში წარმოადგენს ოკაზიონალიზმების წარმოქმნა. მათი წარმოქმნის მექანიზმი ძალიან რთული და მრავალმხრივია. გარკვეული მხატვრული მიზნების შესაბამისად მწერალს შეუძლია არსებული მოდელების მიხედვით შექმნას საკუთარი სიტყვები. ეს სიტყვები, უმთავრესად, ბელეტრისტულ და პუბლიცისტურ ტექსტებს უკავშირდებიან და მათ ოკაზიონალიზმები ეწოდება. ოკაზიონალიზმები, ჩვეულებრივ, მეტ-ნაკლებად ინდივიდუალურია, ისინი ერთ ავტორს ან სულაც ერთ რომელიმე განსაზღვრულ ტექსტს უკავშირდებიან.

სტატიაში განხილულია გერმანულ ენაში ოკაზიონალიზმების წარმოქმნის საკითხი, დახასიათებულია მათი თავისებურებები და მოყვანილია მაგალითები.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სოხუმის ფილიალი
სარჩევი