ლიტერატურა

ი. მოდებაძე, თ. ციციშვილი

ქართველოლოგიური ლიტერატურათმცოდნეობითი მონაცემთა ბაზის რედაქტირების თავისებურებანი და პრობლემები

შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში იქმნება ქართველოლოგიური ლიტერატურათმცოდნეობითი მონაცემთა ბაზა. იგი გულისხმობს ამ დარგში დაგროვილი ცოდნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, მის სისტემატიზირებას, ანოტირებას, ელექტრონული ვერსიის შექმნასა და ინტერნეტში განთავსებას.

ამჟამად მიმდინარეობს დასახული ამოცანის შესასრულებლად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების პირველი ეტაპი - ჩვენი ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ გამოცემული პროდუქციის და ხელნაწერთა სახით ბოლო 12 წლის განმავლობაში (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეგმით შესრულებული ე.წ. "წლიური შრომების") ანოტირება და მისი ინტერნეტში განთავსება ინსტიტუტის veb-გვერდზე.

ქართველოლოგიური ლიტერატურათმცოდნეობითი მონაცემთა ბაზა გულისხმობს მომხმარებელთათვის იოლად ხელმისაწვდომი საინფორმაციო ბანკის შექმნას, რომელიც აღჭურვილია საძიებო სისტემით (php.myskl) და მასში არსებული ნებისმიერი ტერმინის სწრაფი მოძიების საშუალებას იძლევა.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სოხუმის ფილიალი
სარჩევი