წარმოდგენილი სტატია მიზნად ისახავს იმიჯის, როგორც- ერთის მხრივ თანამედროვე საზოგადოების ახალი, და თითქმის ერთადერთი ვალუტის, ხოლო მეორეს მხრივ, - მითის, იმიტაციის, რეალობის მაპროფანირებელი ფენომენის განსაზღვრას.
იმიჯი ყოფიერების და აზროვნების განმსაზღვრელ რეალობად იქცა. ის ჩაენაცვლა ჭეშმარიტ განსაზღვრას, აზრებსა თუ ქმედებას.
თანამედროვე საზოგადოება, ახალი თამაშის აქტიურ მონაწილედ და მომხმარებლად გვევლინება. ეს არის თამაში, რომელმაც დაჩრდილა არსებული სამყაროს უმრავლესი ჩვეული ატრიბუტი.
მისი ძირითადი იარაღი არავერბალური ელემენტებია, თუმცა სიტყვას აქაც განსაკუთრებული მისია აკისრია. უფრო ზუსტად კი, სიტყვის წარმოთქმის ტექნოლოგიებსა და მულტიპლიცირების არხებს.
სტატიაში იმიჯი განიხილება სოციალური ფსიქოლოგიის, ზოგადი ფსიქოლოგიის და თანამედრვე ფილოსოფიური აზროვნების ჭრილში.
ის წარმოჩენილია, როგორც ობიექტის სოციალური და არა ინდივიდუალური აღქმის პროდუქტი.
ზოგადსაკაცობრიო მისტიფიკაცია, თამაშის თამაში, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს იყოს ერთადერთი რეალობა და უკუაგდოს სხვა დანარჩენი - აი რად იქცა დღეს ცივილიზციისათვის იმიჯი.