ლიტერატურა

ტ. მეგრელიშვილი

პიროვნება და მისი ასახვა რუსული საზღვარგარეთის ლიტერატურულ მემუარებში

ნ. ბერბეროვა "ჩემი კურსივი", ი. ოდოევცევა "სენას ნაპირებზე"

მოცემული ეპოქისა და სოციალური გარემოსთვის დამახასიათებელი პიროვნების კონცეფცია და მისი ლიტერატურაში ასახვის თანაფარდობა მჭიდროდ უკავშირდება ავტორის ესთეტურ, ფსიქოლოგიურ და, ზოგჯერ, პოლიტიკურ-მსოფლმხედველობით პოზიციას. ეს ზოგადი ტენდენციები, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნას როგორც XX საუკუნის პირველი ნახევრის კულტურულ-ისტორიული კოდის გამომხატველი, ასახა რუსული საზღვარგარეთის მემუარულმა ლიტერატურამ, როდესაც ცხოვრებისა და ბედის ისტორიებს გადმოსცემდა. სტატიაში ლიტერატურული მოდელის თანაფარდობა კერძო ადამიანის პიროვნებასთან ნ. ბერბეროვას ავტობიოგრაფიასა "კურსივი ჩემია" და ი. ოდოევცოვას მემუარებში "სენის ნაპირებზე" განხილულია როგორც სიმპტომატური მაგალითი ემიგრაციის მემუარულ პროზაში პიროვნების ასახვის ზოგიერთი ტენდენციისა.

მემუარების ("სენის ნაპირებზე") მეორე წიგნში ი. ოდოევცევას თხრობის ხერხად არჩეული აქვს ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნის პრინციპი. ეს პრინციპი აგებულია წიგნის პერსონაჟთა ცხოვრების მომენტების მიმართებაზე მათი შემოქმედების ხატებთან, ან განსჭვალულია ალუზიებით, რომლებიც წიგნში ასრულებენ სემიოტური კოდების როლს. ეს კოდები კი ავტორს სჭირდება თავისი "გმირების" ხასიათის გასაანალიზებლად. გ. ივანოვის პიროვნების ასახვისას ბერბეროვა წარმოგვიდგება როგორც ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა ყოველგვარი რეფლექსია, ცხოვრების ყოველგვარი "შიში". ამიტომ როდესაც მემუარებში იგი ასახავს იმ ადამიანებს, რომლებსაც შეხვედრია ცხოვრებაში, წარსულს ხშირად თავისი ავტორიტარული და მკაცრი სამსჯავროს წინაშე აყენებს, ხოლო სხვათა ქცევას აფასებს თავისი შეხედულებებისა და ცხოვრების წესების მიხედვით.

 

ივ. ჯავახიშვილი სახ. თბილისის უნივერსიტეტი
სარჩევი