დალის ციკლის მასალებიდან "ჯამახერსა" ურთულესი შინაარსის ძეგლია. მასში გმირის სულიერი განვითარების გზები და საფეხურებია საინტერესო. მოქმედება განსხვავებულ სივრცეშია გადატანილი. სხვა მონადირეებისაგან განსხვავებით. ჯამახერსას დამხმარე არც ადამიანთა საცხოვრისშია, არც სულიერ საუფლოში. მართალია, მასზე სხვადასხვა არსებები ინსპირირებენ, მაგრამ მათი ზრუნვა მოსალოდნელ შემთხვევებსა თუ ფათერაკებთან მიმართებით მხოლოდ ზოგადი მითითებებითა და მინიშნებებით ამოიწურება და არა რჩევა-დარიგებებით. როგორ მოიქცეს, რა გააკეთოს და სხვა, გმირის ყოველთვის არჩევანის წინაშე დგას. იგი თავად ერკვევა შექმნილ სიტუაციაში და გადაწყვეტილებასაც დამოუკიდებლად ღებულობს. ამ ნიშნით განსხვავდება იგი სამონადირო ციკლის სხვა პერსონაჟებისაგან.