ნაშრომში "გიორგი შატბერაშვილი – ფოლკლორისტი" განხილულია ქართველი მწერლის გიორგი შატბერაშვილის ფოლკლორისტული ხასიათის გამოკვლევები: "გიორგი სააკაძე ხალხის ხსოვნაში", "კვირია – ცისკარი" და "მესხური სუფრული". მწერალმა ძირითადად, ქართლის სოფლებში შეკრიბა გადმოცემები გიორგი სააკაძის შესახებ და გამოთქვა საყურადღებო მოსაზრებები ამ ისტორიული გმირის მიმართ. გ. შატბერაშვილმა, ივ. ჯავახიშვილის შემდეგ, ხალხური გადმოცემების საფუძველზე ერთ-ერთმა პირველმა წარმოაჩინა ქართველთა უძველესი ღვთაება – კვირია. ნაშრომში ასევე წარმოჩენილია მწერლის მოგზაურობა მესხეთში,სადაც მან ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები ჩაიწერა, რომელთაგან საყურადღებოა ხერთვისის ციხესთან დაკავშირებული ლეგენდა და ლექსი "მესხური სუფრულის" რამდენიმე ვარიანტი.