მიღებული შედეგები შესაძლებლობას იძლევა დავასკვნათ, რომ აქტივობისას მიღებული უკუკავშირის იმპლიციტური შინაარსი გავლენას ახდენს მოცემული აქტივობის მიმართ მოტივაციის გაძლიერება- დაქვეითებაზე. უკუკავშირი, რომლის იმპლიციტური შინაარსიც პოტენციურ შესაძლებლობათა აღიარებას შეიცავს, ასრულებს ქცევის პოზიტიური განმტკიცების ფუნქციას (აძლიერებს აქტივობის მიმართ მოტივაციას). უკუკავშირი, რომლის იმპლიციტური შინაარსიც პოტენციურ შესაძლებლობათა იგნორირებას შეიცავს, ასრულებს ქცევის ნეგატიური განმტკიცების ფუნქციას (აქვეითებს აქტივობის მიმართ მოტივაციას). უკუკავშირის იმპლიციტური შინაარსის მიხედვით შესაძლებელია აქტივობის მიმართ პიროვნების მოტივაციის გაძლიერება-დაქვეითების, მისი ქცევის წინასწარმეტყველება.
უკუკავშირის კატეგორია (პოზიტიურობა/ნეგატიურობა) არ აღმოჩნდა ქცევის მოტივაციის განმსაზღვრელი ფაქტორი.