წინამდებარე სტატიაში განხილულია თანამედროვე მასობრივი კომუნიკაციის ზემოქმედების ფილოსოფია ინდივიდისა და მთლიანად საზოგადოების არჩევანზე.
რას ნიშნავს იყო თავისუფალი არჩევანში და არ დაჰყვე მასის არჩევანს, სად იწყება ადამიანი-მასა და სად მთავრდება არჩევანის არჩევანი.
სტატია მიმოიხილავს ყოველდღიურობაში ომისა და მშვიდობის წარმართვა-შენარჩუნების ორ განსხვავებულ ტექნოლოგიას, ხოსე ორტეგა ი გასეტისა და სუნ-ცზის მოსაზრებების გათვალისწინებით.
იყო ისეთი, როგორც ყველა, თუ იბრძოლო საკუთარი გზის, აზროვნების, შეცდომების, ომებისა და შემეცნებისათვის. გაერთიანება თუ გათიშვა, სტერეოტიპების ნგრევა თუ შაბლონების გაკერპება. ცივილიზაცია ცივილიზაციის წინააღმდეგ, უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდის. ომი და მშვიდობა მასებისათვის მასობრივი კომუნიკაციის ზემოქმედების პირობებში.