ფსიქოლოგია

ლ. ხეჩუაშვილი

დეპრესიის მაჩვენებლები ერექციული დისფუნქციის დროს

დეპრესიას თან ახლავს სქესობრივი აქტივობისადმი ინტერესის შემცირება ან მისი სრულიად გაქრობა, რაც ხშირად სექსუალური აშლილობების სახით იჩენს თავს. კვლევის მიზანია სექსუალური აშლილობების, კერძოდ, ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცთა დეპრესიულობის ხარისხის დადგენა და პიროვნული თავისებურებების გამოვლენა ფსიქოგენური და სომატოგენური სექსუალური დისფუნქციების დროს. კვლევის მიზანია, დადგინდეს დეპრესიული მდგომარეობის ხარისხის ცვლილება ფსიქოგენური და სომატოგენური სექსუალური დისფუნქციისას. გამოკვლეული იქნა ერექციული დისფუნქციის მქონე 25-45 წლის 64 მამაკაცი (15 ფსიქოგენური და 17 სომატოგენური ერექციული დისფუნქციით და 32 პრაქტიკულად ჯანმრთელი მამაკაცი); შემდეგი ფსიქოლოგიური პარამეტრები: დეპრესია, რეაქტიული და პიროვნული შფოთვა, კონტროლის ლოკუსი და პიროვნული აქცენტუაციები. დადგინდა, რომ ერექციული დისფუნქციების მქონე მამაკაცები, საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით, ხასიათდებიან ზომიერად მომატებული დეპრესიული ფონით, მაღალი პიროვნული და დაბალი რეაქტიული შფოთვით, ნარცისიზმითა და დამოკიდებულებით. ამასთან, მომატებული დეპრესიულობა აღინიშნება ფსიქოგენური სექსუალური დისფუნქციის მქონე და ობსესიურობა-კომპულსურობა – სომატოგენური სექსუალური დისფუნქციის მქონე მამაკაცებში.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი