ფსიქოლოგია

ა. ყარაულაშვილი, თ. გაგოშიძე, შ. მამუკაძე, თ. ჭინჭარაული

ეპილეფსია როგორც ქრონიკული დაავადება. დაავადების შინაგანი სურათი

უკანასკნელ წლებში გაიზარდა ინტერესი ქრონიკული დაავადების სოციალური შედეგებისადმი, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია ქრონიკული დაავადების მქონე პირების სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის პრობლემებით.

ქრონიკული დაავადების ცნება საკმაოდ ფართოა. მისი ძირითადი თვისებებია: გარდუვალობა, მეორადი დეფექტები და სირთულეები, ზოგჯერ უნარშეზღუდულობა. ქრონიკულ დაავადებათა ერთ-ერთ ჯგუფს მიეკუთვნება ხანგრძლივი, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარე დაავადებები, რომლებიც მოითხოვენ მრავალ აკრძალვას და შეზღუდვას, მაგ. დიეტის, ან რეჟიმის დაცვა, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა და სხვა. მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან მძიმე დაავადებები, სასიკვდილო შედეგით. პირველ შემთხვევაში მდგომარეობა ქრონიკულ ხასიათს ატარებს, თუმცა სიმპტომები ყოველთვის შეიძლება სახეზე არ იყოს; ინდივიდმა იცის, რომ მისი დაავადების სიმპტომები პერიოდულად აღმოცენდება და მათი გაქრობის ალბათობა ძალიან მცირეა. ზოგჯერ მომავალში დაავადების აღმოცენების საფრთხე ასევე შეიძლება ჩაითვალოს ქრონიკულ დაავადებად. მაგ. პერიოდულად მაღალი წნევა, ქოლესტერინის მაღალი დონე რისკ-ფაქტორებია, რომლებიც შემდგომ ქრონიკულ მდგომარეობებს იწვევენ. ქრონიკული დაავადების სპეციფიკაა ის, რომ იგი დროში არ არის შემოსაზღვრული და შეუძლებელია მისგან სრულიად გათავისუფლება. ადამიანმა ქრონიკული დაავადებით უნდა გააგრძელოს ცხოვრება ჯანმრთელთა სამყაროში.

ქრონიკული დაავადება პიროვნების განუყოფელი ნაწილი ხდება და ბუნებრივია, გავლენას ახდენს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ ფუნქციონირებაზე.

...

 

დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
სარჩევი