ფილოსოფია

თ. ორკოდაშვილი

ხელოვნება, როგორც სიმბოლური ფორმა ე. კასირერის სიმბოლურ ფორმათა ფილოსოფიაში

ე. კასირერთან სიმბოლო და სიმბოლურობა წარმოდგენილია, როგორც გვარეობითი კატეგორია, რომელიც ადამიანის კულტურული მოღვაწეობის ყველა ფორმას მოიცავს. იძლევა რა სიმბოლოს ცნების მაქსიმალურად ფართო გაგებას - "იდეალურის გრძნობადი განხორციელება", - კასირერი ნიშანთა დახმარებით რეალობის ყოველგვარ აღქმას აღნიშნავს სიმბოლურად, რაც მას საშუალებას აძლევს ერთიანი პრინციპის საფუძველზე მოახდინოს კულტურულ ფორმათა: ენის, მეცნიერების, ხელოვნების, რელიგიის სისტემატიზაცია, ანუ გაიგოს კულტურა, როგორც მთელი. სიმბოლოში კულტურის ერთიანობა მიიღწევა არა მის სტრუქტურაში, ან შინაარსში, არამედ მისი კონსტრუირების პრინციპში. ყოველი სიმბოლური ფორმა წარმოადგენს აღქმის განსაზღვრულ უნარს, რომლის საშუალებითაც იგება "სინამდვილის" განსაკუთრებული მხარე.

რადგან კასირერის თანახმად, არსებობს ალტერნატიული სიმბოლური ფორმები, ამდენად არსებობს "ალტერნატიული ფენომენალური სამყაროები". ხელოვნება, როგორც სიმბოლური ფორმა ენასთან, მითთან და მეცნიერებასთან ერთად ქმნის თავის საკუთარ ფენომენალურ სამყაროს. ხელოვნება - ესაა რეალობის "აღმოჩენა", მისი ინტერპრეტაცია (რეპრეზენტაცია), მაგრამ არა ცნებით, არამედ ინტუიციით, არა აზრით, არამედ გრძნობადი ფორმებით. ხელოვნებაში ფორმები არ ასახავენ რეალობის ფორმებს. მათი მთავარი ამოცანაა ადამიანური გამოცდილების კონსტრუირება და ორგანიზება.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარჩევი