თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კანონიერების დაცვას და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებას. ამ ამოცანის წარმატებით განხორციელება, მისი მაღალგონივრული გადაწყვეტა დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი მიზანია. დღეისათვის მთავარ ამოცანად დასახული არის ჩვენს ქვეყანაში წესრიგის დაცვისათვის ინტენსიური მუშაობის განხორციელება, რომ ყველა მოქალაქე ყველგან და ყოველთვის ასრულებდეს კანონებს და დაუნდობლად იბრძოდეს კანონის დამრღვევთა წინააღმდეგ. განსაკუთრებული წვლილი დანაშაულებრივი მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლაში მიუძღვის პოლიციას. Pპოლიციას აკისრია და უნდა ზიდოს კიდეც დამნაშავეობასთან ბრძოლის ძირითადი სიმძიმე, მაგრამ საზგადოებრიობის დაუხმარებლად მას უთუოდ გაუძნელდება პრობლემის გადაწყვეტა. სტატიაში მოცემული ანალიზი მოწმობს, რომ პოლიციისადმი საზოგადოების დამოკიდებულების საქმეში უმნიშვნელოვანესი ფაქტორი _ თვით პოლიციაა. სწორედ მან, პოლიციამ, უნდა შეამციროს სივცობრივი დისტანცია მოსახლეობასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია.