წარმოდგენილ პუბლიკაციაში განხილულია საპარლამენტო კონტროლი და ხელისუფლების დანაწილება. სტატია მიმოიხილავს სხვადასხვა ტიპის სახელმწიფოებს და მათ სისტემაში არსებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების თავისებურებებს. აგრეთვე პუბლიკაცია განიხილავს ხელისუფლების დანაწილების ძირითად პრინციპებს და წარმოაჩენს, თუ რა როლი აქვს საკანონმდებლო ორგანოს და როგორ მოქმედებენ მისი საკონტროლო ფუნქციები ხელისუფლების ერთიანი სამეულის საქმიანობის პროცესში.