საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკამ და კავკასიოლოგთა საერთაშორისო ასოციაციამ 2000 წლის გაზაფხულზე დააარსეს საერთაშორისო სამეცნიერო ალმანახი კავკასიის მაცნე. უკვე გამოცემულია ალმანახის სამი ნომერი მუშაობს პერიოდში თანდათან ფართოვდებოდა სარედაქციო კალეგიის სამეცნიერო ურთიერთობების არეალი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კავკასიოლოგიური კვლევები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. ეს იყო პირველი სასწავლო და სამეცნიერო ცენტრი, რომელმაც კავკასიის ხელხებსა და მსოფლიოს აღუზარდა დიდი მეცნიერები, სადაც შეიქმნა ბრწყინვალე ნაშრომები კავკასიოლოგიაში, ისტორია იქნება ეს თუ ენათმეცნიერება, ლიტერატურა, ეთნოგრაფია თუ არქეოლოგია.

ბუნებრივიცაა, რომ ალმანახმა თავიდანვე განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები დაამყარა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის ხალხთა ისტორიის, კავკასიურ ენათა, ფოლკლორის,ლიტერატურის,ქართული თუ რუსული ენების კათედრებთან.

კავკასიის მაცნეს ასევე ფართო სამეცნიერო ურთიერთობა აქვს რუსეთის ცნობილ სასწავლო-სამეცნიერო ცენტრთან - მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტურ უნივერსიტეტთან. ალმანახის სარედაქციო კოლეგიას მიაჩნია, რომ სამეცნიერო და კულტურული კონტაქტების აღდგენა და გაფართოება ნებისმიერი დიპლომატიური თუ პოლიტიკური ურთიერთობის საფუძველს წარმოადგენს. ამას ადასტურებს კავკასიის მაცნეში დაბეჭდილი სტატიების გეოგრაფია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო ლინგვისტური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეთახმების საფუძველზე წინამდებარე IV ტომით კავკასიის მაცნე განახლებულ ცხოვრებას იწყებს. ამიერიდან მის დამაარსებლებს აღნიშნული ორი უნივერსიტეტი შეემატა და შესაბამისად განახლდა და გაფართოვდა ალმანახის მთავარი სარედაქციო კალეგია. უნივერსიტეტებთან კონტაქტების შედეგია ის, რომ ამ ნომრიდან იწყება ერთი სასიამოვნო სიახლე - საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილე სტუდენტების პრემირებული შრომების პუბლიკაცია. მეოთხე ტომში ქვეყნდება თსუ კავკასიურ ენათა კათედრის ორი სტუდენტის ნაშრომი, რომელშიაც გაანალიზებულია XIX საუკუნის რუსულ პერიოდიკაში გავრცელებული შეხედულები კავკასიასა და კავკასიურ ენების შესახებ.

ალმანახს აქვს წარმომადგენლობები (რედაქციები) მოსკოვსა და მაჰაჭყალაში. მასში ძირითადად კავკასიოლოგთა საერთაშორისო კონფერენციების მასალები იბეჭდება. ალმანახის თემატიკა შეუზღუდავია და ეხება კავკასიის პრობლემებსა და კავკასიოლოგიურ კვლევას: ფილოლოგია, ფილოსოფია, სოციოლოგია, იურისპრუდენცია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეკონომიკა, არქიტექტურა, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა, ბიბლიოგრაფია და სხვა.

ალმანახი სამენოვანია, სამუშაო ენებია - ქართული, რუსული, ინგლისური, ერთ-ერთი ენა ძირითადია, ორი დანარჩენი - რეზიუმეს ენაა.

ალმანახი რეცენზირებადია. მასში მოთავსებული მასალის რეფერირება ხდება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის რეფერატულ ჟურნალებში - ეკონომიკა, ფილოსოფია, სახელმწიფო და სამართალი, ისტორია, ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, სოცილოგია, აღმოსავლეთმცოდნეობა, მედიცინა და სხვა.(Реферативный журнал, Серии 1 - 12, Социальные и гуманитарные науки, Отечественная и зарубежная литература, Российская академия наук, ИНСТИТУТ НАУЧНОЙ ИНФОРМАЦИИ ПО ОБЩЕСТВЕННЫМ НАУКАМ).

ალმანახი განთავსებულია ინტერნეტში IREX-ის სერვერზე - http://cfucasica.iapg.org.ge, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სერვერზე, რომელიც ჩართულია მსოფლიოს ერთიან საბიბლიოთეკო სისტემაში, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია ალმანახის შესახებ ავტომატურად ხვდება ყველა ბიბლიოთეკის კატალოგში.

ალმანახს მინიჭებული აქვს საერთაშორისო კოდი ISSN 1512-0619, რაც გულისხმობს მის გავრცელებას მსოფლიო საბიბლიოთეკო სისტემაში.

კავკასიის მაცნე იგზავნება შემდეგ ბიბლიოთეკებში:

აშშ: კონგრესის ბიბლიოთეკა (ვაშინგტონი), ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (ჩიკაგო);
საფრანგეთი: ეროვნული ბიბლიოთეკა (პარიზი);
ინგლისი: ბრიტანეთის ბიბლიოთეკა (ლონდონი);კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (კემბრიჯი)
ფინეთი: ეროვნული ბიბლიოთეკა (ჰელსინკი);
ბრაზილია: ბოლივარის სახ. ეროვნული ბიბლიოთეკა, ლათინური ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკა (ქ.ბრაზილია);
ეგვიპტე: ეროვნული ბიბლიოთეკა (ქაირო);
თურქეთი: ეროვნული ბიბლიოთეკა (ანკარა);
უნგრეთი: ეროვნული ბიბლიოთეკა და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (ბუდაპეშტი);
რუსეთი: ეროვნული ბიბლიოთეკა, ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, მოსკოვის ლინგვისტური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (მოსკოვი);
დაღესტანი: სამეცნიერო ცენტრის ბიბლიოთეკა (მაჰაჩყალა);
სომხეთი: ეროვნული ბიბლიოთეკა (ერევანი);
აზერბაიჯანი: ეროვნული ბიბლიოთეკა (ბაქო);
საქართველო: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკა (თბილისი);
პორტუგალია: ეროვნული ბიბლიოთეკა (ლისაბონი);
კანადა: ტორონტოს უნივერსიტეტი (ტორონტო);
თურქეთი: სტამბოლის ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი (სტამბოლი);
იტალია: ეროვნული ბიბლიოთეკა (რომი);
ჩეხეთი: ჩარლზ უნივერსიტი (პრაღა);
დანია: ეროვნული ბიბლიოთეკა (კოპენჰაგენი).

ალმანახის დამფუძნებელთა შეთანხმების საფუძველზე მეოთხე ტომის სამეცნიერო-სარედაქციო საბჭო გაიყოფა სამ ნაწილად - ამიერკავკასიის, რუსეთისა და ევროპის წარმომადგენლობებად. შესაბამისად გადანაწილდება გარკვეული ფუნქციებიც. ამით გამოიკვეთება ალმანახის საერთაშორისო სტატუსიც.