ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

მ. ნაცვალაძე

ევფიმი ბოლხოვიტინოვის თხზულების "საქართველოს ისტორიული სურათის" შექმნის სუბიექტური ფაქტორებისათვის

1802 წელს სანქტ-პეტერბურგში ანონიმურად გამოიცა ევფიმი ბოლხოვიტინოვის თხზულება "საქართველოს ისტორიული სურათი", რომელიც იმთავითვე გამოირჩა ქართულ თემაზე მანამდე შექმნილი რუსულენოვან თხზულებათაგან. გამოთქმულია აზრი, რომ ეს თხზულება საიმპრატორო კარის დაკვეთა იყო.

სტატიაში წარმოდგენილია არგუმენტები, რომლებიც უარყოფენ ზემოთ აღნიშნულ აზრს.

  1. შეკვეთილ თხზულებაში უნდა ასახულიყო შემკვეთის კონიუნქტურული ინტერესები, რომლებიც არ არის ბოლხოვიტინოვის ნაწარმოებში.
  2. 1800 წელს იეზუიტმა გენერალმა გრუბერმა იმპერატორ პავლეს შესთავაზა პროექტი, რომლის მიხედვითაც რუსული მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკურ ეკელესიას უნდა დაქვემდებარებოდა. ამ პროექტის ექსპერტიზა ბოლხოვიტინოვს დაავალეს. საბოლოოდ იმპერატორმა უარი თქვა ამ პროექტზე ბოლხოვიტინოვის არგუმენტების შემდეგ. თავისი პოზიციით ბოლხოვიტინოვი სამეფო პოლიტიკის მოწინააღმდეგე გამოვიდა და აქედან გამომდინარე მას არ დაავალებდნენ სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებას.

საქართველოზე თხზულების შექმნა არაცნობიერად ცარიზმის ინტერესებს ემსახურებოდა. თუმცა დოკუმენტური მასალა ცხადყოფს, რომ საბოლოო რედაქტირებისას ბოლხოვიტინოვი არ ურთიერთობდა საიმპერატორო კარის წარმომადგენლებთან. ამის შედეგი შეიძლება იყოს ის, რომ "საქართველოს ისტორიული სურათში" არ არის ასახული მოცემული პერიოდის კონიუნქტურული იდეოლოგია.

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის
კავკასიოლოგიის კვლევათა ცენტრი
სარცევი