ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

ე. კოპალიანი, ი. წიკლაური

ღვთისმსახურების ადგილები პრეისტორიულ საზოგადოებაში, როგორც შიდა და ტომური კომუნიკაცია

(კავკასიის მაგალითზე)

სტატია შეეხება აღმოსავლეთ კავკასიის მთიან რაიონებს, განსაკუთრებით მის ცენტრალურ რეგიონს, კერძოდ კი საუბარია ვეინახებისა და ქართველი მთიელების ურთიერთობებს, რომლებიც გამომდინარეობდნენ, ტერიტორიალური და თეოკრატიული პრინციპებიდან. შესაძლებელია რესტავრაცია საერთო კავკასიური ღვთისმსახურების უძველესი მოდელისა, რომელიც კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს ერთ მთლიან ორგანიზაციად აერთიანებდა და აწესრიგებდა მთიელთა საზოგადოებას. ეს წესრიგი ეფუძნებოდა სხვადასხვა ხალხის საერთო ღვთისმსახურების საკულტო ცენტრებში ჩამოყალიბებულ საადათო სამართლის ნორმებს და ადათიც, ანუ “რჯული” საკრალურ ხასიათს იძენდა, ხოლო ასეთი ადგილები თაობათა მანძილზე ითვლებოდა უწმინდეს ადგილებად.

გამოთქმულია აზრი, რომ წმინდა ადგილების საერთო თაყვანისცემა, მიუხედავად განსხვავებული კონფესიური მიკუთვნებულობისა, ხელს უწყობდა სათემო ურთიერთობების ნორმალიზაციას არა მარტო უძველეს დროში, არამედ უფრო გვიანდელ ეპოქებში.

 

თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარცევი