უფლის ციხის არქიტექტურული ანსამბლი კლდეში გამოკვეთილ ქვაბულთა ერთიანობას წარმოადგენს. ანსამბლი განლაგებულია შიდა ქართლში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კვერნაქის ქედის ერთ-ერთი სამხრეთი განტოტების კიდეზე.
თანამედროვე მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით უფლისციხე ქალაქს წარმოადგენდა. განსხვავებული აზრები არსებობს მისი დაარსების დათარიღებასა და მისი როგორც ქალაქის ფუნქციასთან დაკავშირებით.
დასკვნები:
- უფლისციხის ქვაბულების მთელი მრავალფეროვნება და მისი ცენტრალური მოედანი ერთი ან რამოდენიმე განშტოებით იმეორებენ იუდეაში და მცირე აზიაში ნაპოვნი სამარხი კამერების სქემას.
- ჭერის დამუშავების და მორთულობის ახლო პარალელები ნაპოვნია ეტრუსკულ, ლიკიურ და პაფლაგონიურ კლდოვან სამარხებში, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV საუკუნეებით თარიღდება.
- ცალკეული არქიტექტურული დეტალები დამახასიათებელია სამარხი კონსტრუქციებისათვის და არ უნდა განეკუთვნებოდნენ სხვა ტიპის ნაგებობებს.