ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია

მ. კევლიშვილი

გამზრდელ-გაზრდილის ინსტიტუტი კავკასიაში

კავკასიაში ბავშვთა აღზრდის საკითხის განხილვისას განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გამზრდელ-გაზრდილის ინსტიტუტი – ძუძუმტეობა, “მამამძუძეობა”, ან, როგორც სხვაგვარად უწოდებენ, ათალიკობა (ათა თურქული სიტყვაა და მამას ნიშნავს). ათალიკობის ტრადიციას მისდევდნენ ქართველები, ჩერქეზები, ყაბარდოელები, ოსები, ბალყარელები, ყარაჩაელები. ბავშვს აღსაზრდელად მიაბარებდნენ სხვა ოჯახში, სადაც იგი რამდენიმე წლის მანძილზე რჩებოდა. სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა იყო აღსაზრდელად მიბარებული ბავშვის მამისეულ სახლში დაბრუნების ასაკი, წესი და რიტუალი, როგორც ბავშვის გადაცემისას, ისე დაბრუნებისას. ეს ტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო კავკასიური რეალობისათვის.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სარცევი